08 ნოემბერი, 2013
სოკო კიბოს პროფილაქტიკისთვის
მეცნიერები ცდილობენ, ამ ნივთიერებების ძუძუსა და პროსტატის კიბოს წინააღმდეგ გამოყენებას ებრაელი მეცნიერების ვარაუდით, სოკო შეიძლება, კიბოს მკურნალობის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს.

სხივური და ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, სოკოსგან დამზადებული პრეპარატები ადამიანის ორგანიზმს არ ვნებს: ისინი ააქტიურებენ ''ბუნებრივ მკვლელებს'' - ლიმფოციტების ჯგუფის ლეიკოციტებს - და აძლიერებენ იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ებრაელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მაგალითად, ერთ-ერთი სახეობის სოკოში, რომელსაც ''ზოლიან ბოკლებს'' უწოდებენ, შემავალი აქტიური ნივთიერებები შეიძლება, სასარგებლო იყოს ვერაგი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სახეობის - კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს
წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უნიკალური თვისებების მქონე სოკო ისრაელში ხარობს.

ათი წლის წინ კი ებრაელმა ექიმმა ვასერმა სოკო ლინ-ჩჟიში აღმოაჩინა ელემენტები, რომლებიც ახშობდნენ ანთების, აუტოიმუნური დაავადებების, აგრეთვე, ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების მასტიმულირებელი ცილის აქტიურობას.

ასე რომ, მეცნიერები ცდილობენ, ამ ნივთიერებების ძუძუსა და პროსტატის კიბოს წინააღმდეგ გამოყენებას.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS