01 მარტი, 2017
22 წელი გავიდა ვლად ლისტევის მკვლელობიდან - 8 საინტერესო ფაქტი ჟურნალისტის ცხოვრებიდან
22 წლის წინ საკუთარ სადარბაზოში საბჭოთა და რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვლადისლავ ლისტევი მოკლეს.

დამნაშავეებს მისგან ფული და ძვირფასეულობა არ წაუღიათ, ამიტომ დაასკვნეს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო.

მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, სამართალდამცავებმა მკვლელობის დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობა ვერ დაადგინა, 2013 წელს კი გამოძიება შეაჩერეს.

“Gazeta.ru”-მ ლეგენდარული ჟურნალისტის ბიოგრაფიიდან 8 საინტერესო ფაქტი შეაგროვა:

1. ჟურნალისტის მამამ 42 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

2. ლისტევი სპორტის მსუბუქი ათლეტიკის ოსტატი გახლდათ და საბჭოთა კავშირის დროს ჩემპიონიც გახდა.

3. ლისტევის მიერ დაასრებულმა სატელევიზიო
გადაცემებმა საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა. მათ შორის არის გადაცემები, რომლებიც დღემდე გადის : "Поле чудес" და "Угадай мелодию".

4. ქალაქ არმავირში, კრასნოდარის მხარეში, ლისტევის სახელობის ქუჩაც დააარსეს. მისი სახელი დაერქვა ემელიანოვსკის რაიონის, ბოროვოეს დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ ქუჩასაც, ასევე ასტეროიდ 404-ს.

5. ლისტევის დასაფლავებაზე 10 ათასობით ადამიანი მივიდა. სიტყვით გამოვიდა რუსი პრეზიდენტი ბორის ელცინი. 2 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ეკრანზე ლისტევის ფოტოს აჩვენებდნენ, რომელსაც თან ერთვოდა სიტყვები: "ვლადისლავ ლისტევი მოკლეს".

6. ლისტევის მკველობა უამრავმა დამნაშავემ აღიარა, თუმცა ეს აღიარებები ტყუილი გამოდგა.

7. ლისტევის საქმეზე ბევრს წერდა ჟურალისტი,პოლ ხლებნიკოვი. 2004 წელს მას რედაქციიდან გამოსვლის დროს ესროლეს. ვერც მისი მკვლელობა გამოიძიეს.

8. შოუ "ექსტრასენსების ბრძოლა", რომელიც ლისტევის გარდაცვალებას მიეძღვნა, პროექტის არსებობის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული გახდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლია
საწყალი...
22:10 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS