08 ნოემბერი, 2013
სად ცხოვრობენ ევროპელები, რომლებიც ცივილიზაციას გაურბიან
ადამიანები იქ ჯგუფურად ცხოვრობენ, ისევე, როგორც მსგავსი თემების წევრები ამერიკაში, ინგლისში გერმანელი ფოტოგრაფი იმო კლინკი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მან სახელი ძირითადად გაითქვა იმ დასახლებების შესწავლითა და ფირზე აღბეჭდვით, სადაც ევროპელები ცხოვრობენ, რომლებიც ცივილიზაციას გაურბიან.

ფოტოგრაფის ძირითად ინტერესს წარმოადგენენ ის ევროპელები, რომელთა საცხოვრებელი პირობები მინიმუმამდეა დაყვანილი - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი განდეგილებივით ცხოვრობენ, ბუნებასთან მარტო დარჩენილნი.

თანამედროვე ცხოვრების სიმძიმეებს ეს ადამიანები მიუვალ ტყეებში გაურბიან. ზოგიერთი სახლს აშენებს, ზოგიც ფურგონში ცხოვრობს და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ამგვარი
დასახლებები არსებობს ესპანეთში, სადაც ევროპელების თემს ეკოლოგიურ სოფლად მოიხსენებენ.
Rating
უახლოეს ცივილიზაციამდე ორი საათი ფეხით უნდა იარო. ადამიანები იქ ჯგუფურად ცხოვრობენ, ისევე, როგორც მსგავსი თემების წევრები ამერიკაში, ინგლისში.

ბევრი მათგანი ტანისამოსზეც კი ამბობს უარს, აქვს თავისი პრინციპები, იდეოლოგია, ცხოვრობს ისე, როგორც სურს და სურს ის, რომ რაც შეიძლება შორს იყოს ''ბოროტი ცივილიზაციისგან''.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ვატო
აუ ეხლა ეს " მოდა " საქართველოშHიც შემოვა ა.შ .. ვაი ვაი .
15:48 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლ
ხაშურში
15:01 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გაზარმაცებული ევროპელები, ყველაფერი რომ ეზარებათ,მაგრამ ისე კარგია.
13:55 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS