ფოტოგრაფის ძირითად ინტერესს წარმოადგენენ ის ევროპელები, რომელთა საცხოვრებელი პირობები მინიმუმამდეა დაყვანილი - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი განდეგილებივით ცხოვრობენ, ბუნებასთან მარტო დარჩენილნი.
თანამედროვე ცხოვრების სიმძიმეებს ეს ადამიანები მიუვალ ტყეებში გაურბიან. ზოგიერთი სახლს აშენებს, ზოგიც ფურგონში ცხოვრობს და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.
ამგვარი

უახლოეს ცივილიზაციამდე ორი საათი ფეხით უნდა იარო. ადამიანები იქ ჯგუფურად ცხოვრობენ, ისევე, როგორც მსგავსი თემების წევრები ამერიკაში, ინგლისში.
ბევრი მათგანი ტანისამოსზეც კი ამბობს უარს, აქვს თავისი პრინციპები, იდეოლოგია, ცხოვრობს ისე, როგორც სურს და სურს ის, რომ რაც შეიძლება შორს იყოს ''ბოროტი ცივილიზაციისგან''.
ჟურნალი ''რეიტინგი''