ვარაბიევი მუსიკით ბავშვობიდანაა გატაცებული და ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან თაყვანისმცემლების გარკვეული ჯგუფი ჰყავდა. 2006 წელს მისი კინოკარიერაც დაიწყო. ის მთავარ გმირს თამაშობს მრავალსერიან ინტერაქტიულ სერიალში "ალისას ოცნება", რამაც ნამდვილი პოპულარობა მოუტანა.
მას შემდეგ წარმატებულ მომღერალსა და მსახიობს ხშირად სთავაზობენ საინტერესო როლებს.
ტრაგიკული შემთხვევები ვარაბიევის ცხოვრებაში
2012 წელს ალექსეი ვარაბიევი ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ფლორენციის ფეხბურთზე ფილმის გადაღებებისას მასიური
2013 წელს ვარაბიევი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტოავარიაში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა, მას სხეულის მარცხენა ნაწილი მთლიანად პარაზირებული ჰქონდა. თუმცა, ცხოვრების წყურვილი და ახალგაზრდული სულისკვეთება ამ უბედურებასთან გამკლავებაში დაეხმარა. ექიმებმა ფეხზე დააყენეს. 2013 წლის მაისში კი ალექსეი რუსეთში დაბრუნდა.
ალექსეი ვარაბიევის პირადი ცხოვრება
ალექსეი ვარაბიევი ქალების გულთამპყრობელია, თუმცა საკუთარ მიღწევებზე მომღერალი ნაკლებად საუბრობს. ცნობილია, რომ შოუში "ყინული და ცეცხლი" მონაწილეობის შემდეგ მას ტატიანა ნავკოსთან ჰქონდა რომანი.
არტისტს მსახიობ აქსანა აკინშინოსთან რომანსაც მიაწერენ. თავიდან წყვილი ურთიერთობას უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებაში ერთად ჩნდებოდნენ. 2011 წლის მაისში წყვილი დაშორდა, მაგრამ ალექსეი მარტო დიდხანს არ დარჩენილა და ამავე წლის აგვისტოში ვიქტორია დაინეკოს ხვდებოდა. რომანი ხანგრძლივი არც ამჯერად აღმოჩნდა და ვიქტორია და ალექსეი ერთმანეთს მალე დაშორდნენ.
წარმატებასა და ქალებს ალექსეი ვარაბიევი ნამდვილად უყვარს, თუმცა მარტივად არაფერი ეძლევა. ის გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე და ცდილობს განვითარდეს. საკუთარი სიმღერებისთვის, მუსიკასა და ტექსტს თავად წერს. პარალელურად თამაშობს ფილმებში და ახარებს თაყვანისმცემლებს.
2014 წელს ვარაბიევმა რეჟისორობაც სცადა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა" გადაიღო.
ანა გარელი