ჩემი ვაჟის მოტაცება უნდოდათ
- ემიგრანტი არასდროს ვყოფილვარ, მივდიოდი და მოვდიოდი,
- ასაკის მატება ალბათ არ მოგწონთ?
- სამწუხაროა, როდესაც იხედები სარკეში და იქიდან ვიღაც მახინჯი შემოგყურებს ან როდესაც ლოგინად ხარ ჩავარდნილი. მე კი ამჟამად ვერ ვხედავ დიდ სხვაობას ახლანდელ ანატოლისა და 30 წლის ანატოლის შორის.
- ახლა რითი ხართ დაკავებული?
- ახლა ირკუტსკში გაფრენას ვაპირებ, იმედი მაქვს, ცოცხალი დავბრუნდები. როდესაც თვითმფრინავში ვჯდები მესმის, უი, კაშპიროვსკი მგზავრობს ჩვენთან ერთად, ე.ი. თვითმფრინავს არაფერი მოუვაო. თითქოს ჩემზე იყოს დამოკიდებული თვითმფრინავის აფრენა-დაფრენა. რეალურად ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გამირისკავს. მაგალითად, სასმელს საერთოდ არ ვეკარებოდი, მაგრამ ერთხელ ერთი გოგონა მომეწონა. სუფრასთან ვისხედით და დაიწყეს ჩეზე, დალევა არ შეუძლიაო. ვიფიქრე, გაჩვენებთ ახლა, რა შემიძლია და რა არა-მეთქი. ავიღე ერთი ბოთლი ლიქიორი და მთლიანად მოვიყუდე. ყველა გაოცებული მიყურებდა. სულ დავცალე. ძალიან მიკვირს, მაშინ როგორ არ გარდავიცვალე. საშინლად ვიყავი. რამდენიმე დღე სერიოზული ჰალუცინაციები მქონდა, ციებცხელება დამეწყო, თითქოს მილიონობით ჩინელი მოდიოდა ჩემს დასაჭერად. საბედნიეროდ, ჩემმა ორგანიზმმა გადაიტანა ეს სტრესი. იხილეთ სრულად