ახალშობილი ბიჭი და გოგონა საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, ბავშვებისა და დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის აშშ-ში უნაყოფობის გამო მკურნალობდა. 2012 წელს მას ქალიშვილი შეეძინა, რომელიც დედის ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო სოციალური მომსახურების თანამშრომლებმა წაიყვანეს.
შეძლებს, თუ არა ესპანელი ქალი ტყუპების აღზრდაზე პასუხისმგებლობის აღებას, ჯერჯერობით უცნობია.
ანა გარელი