17 თებერვალი, 2017
ჯენიფერ ენისტონი პირველ შვილს ელოდება
ჯასტინ ტერუ და ჯენიფერ ენისტონი უკვე წელიწად ნახევარია ერთად არიან და მთელი ამ დროის განმავლობაში მსახიობის ფეხმძიმობაზე ჭორები არ წყდებოდა.

ამჯერად, ამის შესახებ მედია პორტალი Star- ი წერს და გვამცნობს, რომ 48 წლის ენისტონი ბავშვს ნამდვილად ელოდება.

"ჯენისა და ჯასტინს 16 თვიანი მკურნალობა დასჭირდათ. წყვილმა უამრავი განსაცდელი გადაიტანა, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ მათი ოცნება სრულდება" - ავრცელებს წყარო.

Rating
































პრესა ამ თემით ბოლოს დეკემბერში დაინტერესდა, მაგრამ ენისტონის წარმომადგენლებმა ამაზე საუბარი არ ისურვეს, მითუმეტეს, რომ მსახიობისთვის დედობის თემა
მტკივნეულია.


Rating
































ივლისში, როცა ჯენიფერს ფეხმძიმობაზე მორიგი კითხვა დაუსვეს, მან ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად განაცხადა: "რაღაც მომენტში საზოგადოებამ მაიძულა დამეჯერებინა, რომ მარტოხელა ქალის მდგომარეობა სირცხვილია, ისევე, როგორც განქორწინებულის ან უშვილოს სტატუსი. რატომ განვიხილავთ ქალებს მხოლოდ ამ კუთხით? ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა გვიწევდეს ამ ყველაფრის მოსმენა?" - წერდა მსახიობი.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS