ჯორჯს ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერისთვის სამუდამოდ თუ არა, დროებით გამომშვიდობება მაინც მოუწევს.
ცოლ-ქმარმა ფეხმძიმობის ამბავზე განცხადება უკვე გააკეთა, ტყუპებს ამ წლის ივნისში ელოდებიან. ამალის გადაწყვეტილებით, ის მხოლოდ 6 თვიან დეკრეტს აიღებს, როგორც სხვა ყველა ბრიტანელი, რის შემდეგაც სამუშაოს ჩვეულ
რაც შეეხება ჯორჯს, მან გადაწყვიტა, რომ "ხანგრძლივ დეკრეტულ შვებულებას" იმსახურებს. ასე, კლუნი შეძლებს ბავშვებთან იმდენი დრო გაატაროს, რამდენიც თავად მოესურვება.
"ჯორჯი ახალ როლებსა და შემოთავაზებებს აღარც კი განიხილავს. სანაცვლოდ, ის პროდიუსერობას აპირებს. ამ საქმიანობას ინგლისიდანაც შეძლებს, ბავშვებს კი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს. ამალი ჯორჯის ამგვარი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია, მეუღლის გაბედნიერება კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის შესანიშნავი მამა იქნება" - გვატყობინებს წყარო.
ანა გარელი