16 თებერვალი, 2017
თურქი ვარსკვლავის ბერენ საათის ''შიშველმა'' კაბამ ფურორი მოახდინა
თურქეთში  მამაკაცების ჟურნალმა GQ 2016 წლის შედეგები შეაჯამა. ცერემონიაზე ''წლის ადამიანები'' ყველაზე წარმატებულ ადამიანებს გადაეცათ ჯილდო. 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა კივენ ტატლიტუგი. თურქული კინოს ვარსკვლავს ნომინაციაში გამარჯვებაში სერიალი ''თამამი და ლამაზი'' დაეხმარა, რომელიც თურქულ არხებზე წარმატებით გადის.

სერიალ ''ქოსემ სულთნის'' მთავარი როლის შემსრულებლის ბერენ საათის დაჯილდოებაზე გამოჩენამ სრული ფურორი მოახდინა. მსახიობი ცერემონიაზე ''შიშველი'' კაბით გამოჩნდა.

ცერემონიაში მსახიობი სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. ბერენმა წლის რეჟისორის ჯილდო ოზან აჩიკტანს გადასცა.  


RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS