გამომცემლობის ინფორმაციით, ბავშვი მსახიობის ქმარს, დრამატურგ არტულ მილერს არ ეკუთვნობა, არამედ ფრანგ მომღერალსა და მსახიობს ივ მონტანს, რომელიც მონროს პარტნიორი გახლდათ ფილმში "მოდი სიყვარულით დავკავდეთ".
ფოტოები 56 წლის ტონი მაიკლსმა მოიპოვა, რომელიც კარგად იცნობდა მსახიობის მეგობარსა და მეზობელს, ფრიდა ჰალს.
მამაკაცის თქმით, ის მონროს ფეხმძიმობაზე მოუყვა.
მაიკლსმა ასევე აღნიშნა, რომ მსახიობმა ბავშვი საავადმყოფოში ვიზიტის დროს დაკარგა. მას არ დაუკონკრეტებია ეს შემთხვევით მოხდა, თუ მერილინმა აბორტი გაიკეთა.
მერილინ მონრო 1962 წელს გარდაიცვალა. მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი - ჯიმ დოჰერტიზე, ჯო დი მაჯიოსა და არტურ მილერზე. მან ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"; "ჯენლტმენები ირჩევენ ქერებს" და "როგორ გავთხოვდეთ მილიონერზე".
ანა გარელი