15 თებერვალი, 2017
ყველაზე სექსუალური ყოფილი პატიმარი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ჯერემი მიქსი ციხის დერეფნებში დადიოდა, ახლა კი ნიო-იორკის მოდის კვირეულის პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. ყველაფერი კი ციხეში გადაღებული კადრებით დაიწყო, რომელიც "ვირუსივით" მოედო სოციალურ ქსელებს და ერთმა გოგონამ მას ყველაზე სექსუალური დამნაშავე უწოდა.

ციხის სამოსი მიქსმა ახლა მოდური ტანსაცმლით ჩაანაცვლა. მამაკაცი დიზაინერ Philipp Plein -ის ჩვენებაზე მოდელის სტატუსით წარმოგვიდგა.

ჯერემი 3 შვილის მამაა. ციხეში იარაღის უკანონოდ ტარებისა და ქუჩური ბანდის წევრობისთვის იჯდა.

ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ კაილი ჯენერი, მადონა და სხვა ვარსკვლავები.

ანა გარელი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS