15 თებერვალი, 2017
სიყვარულის დღეს ვერა ბრეჟნევამ მელაძესთან გადაღებული ფოტო პირველად გამოაქვეყნა
კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა უკვე ერთ წელზე მეტია კანონიერ ქორწინებაში არიან, თუმცა სოციალურ ქსელში საერთო ფოტო აქამდე არასდროს გამოუქვეყნებიათ. ბრეჟნევა ოჯახურ ფოტოებს ინსტაგრამზე არ დებს.

გამონაკლისი 14 თებერვალი გახდა - სწორედ ამ დღეს მომღერალმა ქმართან, კონსტანტინე მელაძესთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო გამოაქვეყნა.


Rating


"სიყვარული გადაარჩენს სამყაროს" - წერს ვერა. ტექსტი მისი სიმღერიდანაა აღებული, რომელიც, რა თქმა უნდა, მელაძის დაწერილია, თუმცა ოფიციალურად მისი ფსევდონიმით - ალექსეი ფიციჩის სახელითაა გამოშვებული.

შეგახსენებთ, რომ ვერამ და კონსტანტინემ 2015 წლის
ოქტომბერში იტალიაში საიდუმლოდ იქორწინეს. მას შემდეგ მომღერალს რეგულარულად უვრცელებენ ფეხმძიმობის ამბავს.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS