კონჩიტას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ტომმა მაინც გადაწყვიტა, რომ საკუთარი ალტერ-ეგოსგან, რამაც მას პოპულარობა მოუტანა, განთავისუფლდეს. გერმანული გამომცემლობის Die Welt - ის ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ მას წინსვლა სურს. უნდა ახალ პროექტზე იმუშაოს, რისთვისაც კონჩიტას "მოკვლა"
"ეს ქალი, რომელთან ერთადაც მე ''ევროვიზიაზე'' გავიმარჯვე, უკვე ამოვწურე. მისგან მე მეტი არაფერი მჭირდება. ახალი პიროვნების შექმნაზე ვფიქრობ, ამიტომ კონჩიტა უნდა მოვკლა. იმ საქმიანობის ძიებაში ვარ, რაშიც ნამდვილად კარგი ვიქნები. სწორედ ამიტომ აჯანყდა ტომი მის წინააღმდეგ" - გვიამბობს ნოივირტი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გამოვიცნოთ, ამჯერად ვის წარუდგენს მსოფლიოს ავსტრალიელი მომღერალი.
ანა გარელი