„ა სტუდიოს“ თაყვანისმცემლები ვერ ხვდებიან, რატომ არ აქვეყნებს სოციალურ ქსელში ქეთა თოფურია ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს, ეს ხომ ყველა ჭორს წერტილს დაუსვამდა.
ასეთ კომენტარებს ქეთამ უპასუხა, რომ ქმარს უბრალოდ არ სურს მის ინსტაგრამზე გამოჩენა.
თოფურიას ამ სიტყვებმა თაყვანისცემლების ინტერესი ვერ დააკმაყოფილა და გავრცელებულ ჭორებზე კითხვებს კვლავ სვამენ სოციალურ ქსელში.
არსებული სიტუაცია ცოტათი მაინც რომ შეეცვალა, ქეთა ინსტაგრამზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო,
ქეთამ კიდევ ერთხელ უარყო ჭორები და აღნიშნა, რომ რეპერ გუფთან მას მხოლოდ მეგობრობა აკაშირებს.