41 წლის
ნადია სულემანი მსოფლიომ 8 წლის წინ გაიცნო. თებერვლის იმ დღეს, კალიფორნიის პატარა ქალაქ ფულერტონში ქალმა 8 შვილი გააჩინა - 6 ბიჭი და 2 გოგონა. ნადიას ახლობლები შოკში იყვნენ, რადგან ქალს 7 შვილი უკვე ჰყავდა.
თანაც, მშობიარობამდე გმირი დედა ქმარს გაეყარა. მამაკაცს შვილები არ სურდა, ნადია კი პრინციპულად მოიქცა - ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა და ექს-მეუღლე სახლიდან გააგდო.
ნადია სულემანს მარტოხელა დედის სტატუსი არ აშინებდა.
ქალმა შვილების 8 წლის დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა.
უცნობია, თუ
როგორ ახერხებს მრავალშვილიანი დედა ამ ყველაფერთან გამკლავებას. ამბობდნენ, რომ ყველაზე რთულ პერიოდში ნადია იძულებული გახდა უფროსებისთვის გადაღებულ ფილმში ეთამაშა. ახლა კი სულემანი სახლის კონსულტანტად მუშაობს.
ანა გარელი