9 თებერვალს, ვალენსიაში, დედოფალი სოფიას ხელოვნების სასახლეში ოპერის "ტრავიატა" ჩვენება გაიმართა, რომლის რეჟისორიც სოფია კოპოლა, კოსტიუმების მხატვარი კი ვალენტინო გარავანი გახლდათ.
იტალიელი დიზაინერი წითელ ხალიჩაზე თავის ერთ-ერთ მუზასთან, მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ერთად გამოჩნდა.
52 წლის მსახიობს ერთ-ერთი შემოქმედი დიზაინერის კაბა ეცვა, რომლის წყალობითაც ის საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდა.
ბელუჩის მშვენიერების ბოლო შტრიხები ჩარტიერ-ს სამკაული და კაბის ფერში გადაწყვეტილი მცირე ზომის ხელის ჩანთა იყო.
მსახიობს თმა გაშლილი ჰქონდა, მაკიაჟში კი აქცენტი თვალებზე იყო გადატანილი.
ანა გარელი