როგორც მედია გვატყობინებს, მომავალი მეუღლეები ამჟამად ურთიერთობაში კრიზისს განიცდიან. წყვილი ვერ თანხმდება სად გაატაროს თაფლობის თვე.
ევჯენს თაფლობის თვის გატარება მალდივის კუნძულებზე სურს, როცა ოზჩივიტი მიიჩნევს, რომ ეგზოტიკურ კუნძულებზე დასვენება ფულის უაზროდ ხარჯვა და ზედმეტად დიდი ფუფუნებაა.
მალდივიზე სასტუმროს ნომერი წყვილს 15.000 თურქული ლირა დაუჯდება, ერთ კვირიანი ცხოვრება კი 105.000 ლირა ღირს.
სოციალურ ქსელში, ამ ინფორმაციას აქტიურად განიხილავენ ვარსკვლავების თაყვანისმცემლები და ოზჩივიტს ძუნწად მოიხსენიებენ.
აღნიშნავენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაღალანაზღაურებადი მსახიობია, როგორც კინოში, ისე სარეკლამო ბიზნესში.
შეგახსენებთ, რომ ბურაქმა ფაჰრიე ევჯენს, ხელის თხოვნისას 90.000 თურქული ლირის ღირებულების ბეჭედი აჩუქა.
ანა გარელი