09 თებერვალი, 2017
ბურაქ ოზჩივიტსა და ფაჰრიე ევჯენს ურთიერთობაში კრიზისი აქვთ
მიუხედავად იმისა, რომ ბურაქ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილი 2017 წლის შუა ზაფხულს იგეგმება, თურქულ მედიაში საქორწინო ცერემონიისთვის მზადების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

როგორც მედია გვატყობინებს, მომავალი მეუღლეები ამჟამად ურთიერთობაში კრიზისს განიცდიან. წყვილი ვერ თანხმდება სად გაატაროს თაფლობის თვე.

ევჯენს თაფლობის თვის გატარება მალდივის კუნძულებზე სურს, როცა ოზჩივიტი მიიჩნევს, რომ ეგზოტიკურ კუნძულებზე დასვენება ფულის უაზროდ ხარჯვა და ზედმეტად დიდი ფუფუნებაა.

Rating

მალდივიზე სასტუმროს ნომერი წყვილს 15.000 თურქული ლირა დაუჯდება, ერთ კვირიანი ცხოვრება კი 105.000 ლირა ღირს.
მსახიობი ცდილობს, საყვარელ ქალს კუნძულზე გამგზავრების იდეა გადააფიქრებინოს, თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით უშედეგოა, ურთიერთობაში კი უთანხმოება და კრიზისი მოჰყვა.
Rating

სოციალურ ქსელში, ამ ინფორმაციას აქტიურად განიხილავენ ვარსკვლავების თაყვანისმცემლები და ოზჩივიტს ძუნწად მოიხსენიებენ.

აღნიშნავენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაღალანაზღაურებადი მსახიობია, როგორც კინოში, ისე სარეკლამო ბიზნესში.

შეგახსენებთ, რომ ბურაქმა ფაჰრიე ევჯენს, ხელის თხოვნისას 90.000 თურქული ლირის ღირებულების ბეჭედი აჩუქა.

ანა გარელი

Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
FahBur
ეს ჭორია რომელიც ბურაქმა და ფაჰრიემ უარყვეს რამდენიმე დღის წინ ❤️ ისინი ძალიან ბედნიერები არიან და ულამაზესი ქორწილიც ექნებათ და უფრო ძვირიან სასტუმროშიც გაატარებენ თაფლობის თვეს❤️
22:09 / 12-02-2017
გამოხმაურება / 0 /
niania
Eg "burvaki"araa colis momyvani... Faxries mxiaruli xasieti aqvs da droebit daeba"burvaka":))))
22:07 / 09-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS