08 თებერვალი, 2017
დედამ გარდაცვლილ ახალშობილთან ერთად 16 დღე გაატარა და ფოტოები გამოაქვეყნა
ბრიტანელმა წყვილმა, 21 წლის შარლოტა შაკაკმა და მისმა 28 წლის ქმარმა, ატილამ, სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ასახულია გარდაცვლილ ქალიშვილთან, ევლინთან გატარებული უკანასკნელი 16 დღე.

ის, რომ ბავშვს ქრომოსომული მუტაცია ჰქონდა, შარლოტამ ფეხმძიმობის მე-20 კვირას შეიტყო. შედეგად, როცა ბავშვი 2016 წლის დეკემბერში დაიბადა, მას განუვითარებელი ჰქონდა ტვინი, ასევე შევიწროვებული სასუნთქი გზები, ფილტვები და აორტა.
Rating
ახალშობის დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო და გადარჩენისთვის აუცილებელი გულის ოპერაციის გაკეთება შეუძლებელი იყო.

Rating

მიუხედავად ამისა, ევლინმა 4 კვირა იცოცხლა, 10 იანვარს
კი გარდაიცვალა.

მწუხარებისგან განადგურებულმა მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში კიდევ 12 დღე დატოვეს, სადაც ჩვილი სპეციალურ ცივ საწოლში ესვენა, რათა სხეული არ გახრწნილიყო. ასე შარლოტამ და ატილამ, ბავშვთან მეტი დრო გაატარეს და სასეირნოდაც გაიყვანეს.
Rating
დაკრძალვამდე 4 დღით ადრე, წყვილს ევლინის სახლში წაყვანის უფლება მისცეს.
Rating
სოციალურ ქსელში, ამ ფოტოების გამოქვეყნებისთვის შარლოტა ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ ქალის თქმით, მას ამით უნდოდა ყველა მშობლისთვის ეჩვენებინა, რომ მათ საშუალება აქვთ საკუთარ შვილებთან მეტი დრო გაატარონ.

"ბევრ მშობელს არასდროს გაუგია, რომ ამ გზით საკუთარ შვილებთან მეტი დროის გატარება შეუძლიათ და ბევრს ეს ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება. სიცოცხლის პირველ თვეს ევლინი მუდმივად აპარატზე იყო შეერთებული, რომ სიცოცხლე გაეგრძელებინა და მისი ხელში აყვანა არ შემეძლო. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ამის გაკეთება შემეძლო და თავი დედად ვიგრძენი".

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ია
ეს მაგალითია ყველა ცივი და გულგრილი დედების, ცოცხალ ბავშვებს რომ ტოვებენ და ყრიან , ქალბატონ ირინა სარიშვილს დიდი მადლობა პატარა გიორგის ბედნიერი დგეების ჩუქებისათვის ის 2 თვე იმ პატარას მთელი ცხოვრება იყო ,(მომიწია თემიდან გადახვევა) სწორედ ესაა მაგალითი ნამდვილი დედობის ,ღმერთო ამრავლე ასეთი დედები და ადამიანები დაიფარე ყველა პატარა და იყვნენ ჯანმრთელები ,
10:50 / 09-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS