ის, რომ ბავშვს ქრომოსომული მუტაცია ჰქონდა, შარლოტამ ფეხმძიმობის მე-20 კვირას შეიტყო. შედეგად, როცა ბავშვი 2016 წლის დეკემბერში დაიბადა, მას განუვითარებელი ჰქონდა ტვინი, ასევე შევიწროვებული სასუნთქი გზები, ფილტვები და აორტა.
ახალშობის დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო და გადარჩენისთვის აუცილებელი გულის ოპერაციის გაკეთება შეუძლებელი იყო.
მიუხედავად ამისა, ევლინმა 4 კვირა იცოცხლა, 10 იანვარს
მწუხარებისგან განადგურებულმა მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში კიდევ 12 დღე დატოვეს, სადაც ჩვილი სპეციალურ ცივ საწოლში ესვენა, რათა სხეული არ გახრწნილიყო. ასე შარლოტამ და ატილამ, ბავშვთან მეტი დრო გაატარეს და სასეირნოდაც გაიყვანეს.
დაკრძალვამდე 4 დღით ადრე, წყვილს ევლინის სახლში წაყვანის უფლება მისცეს.
სოციალურ ქსელში, ამ ფოტოების გამოქვეყნებისთვის შარლოტა ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ ქალის თქმით, მას ამით უნდოდა ყველა მშობლისთვის ეჩვენებინა, რომ მათ საშუალება აქვთ საკუთარ შვილებთან მეტი დრო გაატარონ.
"ბევრ მშობელს არასდროს გაუგია, რომ ამ გზით საკუთარ შვილებთან მეტი დროის გატარება შეუძლიათ და ბევრს ეს ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება. სიცოცხლის პირველ თვეს ევლინი მუდმივად აპარატზე იყო შეერთებული, რომ სიცოცხლე გაეგრძელებინა და მისი ხელში აყვანა არ შემეძლო. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ამის გაკეთება შემეძლო და თავი დედად ვიგრძენი".
ანა გარელი