07 თებერვალი, 2017
ჯორჯ მაიკლის დაკრძალვა კვლავ გადაიდო - რატომ არ ასაფლავებენ მომღერალს
პოპულარული მომღერლის სხეულს ექსპერტიზას კვლავ უტარებენ, რის გამოც ოჯახს მის გვამს ჯერ კიდევ არ ატანენ.

როგორც იტყობინებიან, ჯორჯ მაიკლის ოჯახს თვის ბოლომდე მოუწევს ლოდინი, ვიდრე შესაბამისი სამსახურები მათი ცნობილი ნათესავის გარდაცვალების ჭეშმარიტ მიზეზს არ დაადგენენ.

მაიკლი გასული წლის შობას, 25 დეკემბერს გარდაიცვალა. მისმა პარტნიორმა ფადი ფავაზმა გარდაცვლილი ჯორჯი მის საწოლში იპოვა.

მომღერლის მეგობარ მამაკაცს თავდაპირველად ეგონა, რომ ჯორჯ მაიკლს ღრმად ეძინა, მაგრამ როცა მისი გაღვიძება ვერ მოახერხა, საშიშროება იგრძნო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ნაადრევი სიკვდილის
მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გამხდარიყო.
ხოლო კონკრეტულად რომელი, სწორედ ამის დადგენას ცდილობენ ექსპერტები. მის ახლობლებსა და ნათესავებს კი, კიდევ რამდენიმე კვირა ლოდინი მოუწევთ, ვიდრე ტესტის პასუხებს არ მიიღებენ.

"ჩვეულებრივ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას 8 კვირამდე დრო სჭირდება, მაგრამ ჯორჯ მაიკლის ახლო ნათესავები იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაში პროცესებს დააჩქარებენ. ნებისმიერ შემთხვევაში დაცდა თვის ბოლომდე ან შესაძლოა მეტხანს მოუწევთ" - ჰყვება წყარო.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ მაიკლის დაკრძალვა კუნძულ კრეტაზე იგეგმება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS