07 თებერვალი, 2017
"ქეთა თოფურიას ქმრისგან ცოცხლები არ მიდიან" - ოთარ კუშანაშვილი თოფურიასა და გუფის რომანს ეხმაურება
ჯგუფის  A'Studio 30 წლის სოლისტი, ქეთა თოფურია, თითქმის 4 წელია ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ცოლია. წყვილი ქალიშვილს, ოლივიას ზრდის, რომელიც 2015 წელს დაიბადა.

თაყვანისმცემლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვარსკვლავების ქორწინებაში სრული ჰარმონია სუფევდა, თუმცა მედია პორტალ life.ru-ს ინფორმაციით თოფურიას უკვე თითქმის ერთი წელია, 37 წლის რეპერ გუფთან (ალექსეი დოლმატოვი) საიდუმლო რომანი აქვს. გამომცემლობა წერს, რომ მომღერლებმა საახალწლო არდადეგები ტაილანდში ერთად გაატარეს. ქეთასა და ალექსეის რომანი წყვილის გარშემო მყოფმა წყაროებმაც დაადასტურეს.

Rating















ქეთა და გუფი რომანს უარყოფენ, თუმცა თაყვანისმცემლებს
ეს არ სჯერათ. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ რეპერმა ბოლო კომპოზიცია სწორედ თოფურიას მიუძღვნა.

Rating

























ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა სკანდალურმა ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმაც. მან ქეთასა და მის მეუღლეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ისეთებისგან, როგორიც ლევ გეიხმანია, არ მიდიან.

Rating























"მე ქეთას რჩეული მესამე დღეს ვნახე. ის შესანიშნავი მეოჯახეა, რომელიც როგორც გარე, ისე შინაგან პრობლემებსა და მტრებს ჯეკ რიჩერის მანერითა და ტომ კრუზაშვილის შესრულებით უმკლავდება და, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის საკუთარი ცოლის, ვიღაც რეპერთან ღალატს დაუშვებს, ე.ი. თქვენ ტვინის გარკვეული პრობლემები ან ჰალუცინაციები გაწუხებთ. ისეთებისგან, როგორიც ლევია, ცოცხლები არ მიდიან" - ამბობს კუშანაშვილი.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
რუსუდანი
რამდენი ქალი ოცნებობს ასეთ ოჯახზე.შური ცუდი რამაა. ადამიანებს შიგნიდან ანგრევს.
00:32 / 14-02-2017
გამოხმაურება / 0 /
კუშანაშვილს
თუ ასეთი ვოლკია შენი გეიხმანი საერთოდ როგორ მოიყვანა ეს ქალი?
14:51 / 09-02-2017
გამოხმაურება / 0 /
დარო
ბოროტები არიან შურთ ქეთასი და ჭორაობენ. მაგარი გოგოა ქეთა და არც ქმარი ყავს თქვენნაირი მსუბუქი ტვინის, რომ ეს სისულელე დაიგეროს.
10:33 / 08-02-2017
გამოხმაურება / 0 /
СЕРДЦУ НЕ ПРИКАЖЕШЬ ! ! !
ქალის სხეული შეიძლება შეისყიდო, აი გული კი, პრივატიზაციას არ ექვემდებარება, მას ვერ უბრძანებ. სწორედ ეს ვერ გაიგეს რაბინოვიჩებმა!
00:34 / 08-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS