თაყვანისმცემლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვარსკვლავების ქორწინებაში სრული ჰარმონია სუფევდა, თუმცა მედია პორტალ life.ru-ს ინფორმაციით თოფურიას უკვე თითქმის ერთი წელია, 37 წლის რეპერ გუფთან (ალექსეი დოლმატოვი) საიდუმლო რომანი აქვს. გამომცემლობა წერს, რომ მომღერლებმა საახალწლო არდადეგები ტაილანდში ერთად გაატარეს. ქეთასა და ალექსეის რომანი წყვილის გარშემო მყოფმა წყაროებმაც დაადასტურეს.
ქეთა და გუფი რომანს უარყოფენ, თუმცა თაყვანისმცემლებს
ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა სკანდალურმა ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმაც. მან ქეთასა და მის მეუღლეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ისეთებისგან, როგორიც ლევ გეიხმანია, არ მიდიან.
"მე ქეთას რჩეული მესამე დღეს ვნახე. ის შესანიშნავი მეოჯახეა, რომელიც როგორც გარე, ისე შინაგან პრობლემებსა და მტრებს ჯეკ რიჩერის მანერითა და ტომ კრუზაშვილის შესრულებით უმკლავდება და, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის საკუთარი ცოლის, ვიღაც რეპერთან ღალატს დაუშვებს, ე.ი. თქვენ ტვინის გარკვეული პრობლემები ან ჰალუცინაციები გაწუხებთ. ისეთებისგან, როგორიც ლევია, ცოცხლები არ მიდიან" - ამბობს კუშანაშვილი.
ანა გარელი