07 თებერვალი, 2017
ქეთა თოფურია და სხვა 5 ვარსკვლავი, რომლებიც დამნაშავის ოჯახში დაიბადნენ
შესაძლოა, ამის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. დასახელებული ვარსკვლავების მშობლები ნამდვილი დამნაშავეები გახლდათ, რისთვისაც სასჯელიც მოიხადეს.

ლეიტონ მისტერი - 35 წლის. მომღერალი/მსახიობი

Rating


ლეიტონის მშობლები, კონი და დუგ მისტერები იამაიკიდან აშშ-ში მარიხუანას კონტრაბანდას ეწეოდნენ. დაპატიმრების დროს, მომავალი მსახიობის დედა ორსულად იყო და ფეხმძიმობის დიდი ნაწილი ტეხასის ციხეში გაატარა, სადაც ლეიტონი დაიბადა. კონი მისტერს 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა გარემოებების გათვალისწინებით, დროზე ადრე გაათავისუფლებს. მანამდე კი ლეიტონს ბებია ზრდიდა.

ქეთა თოფურია - 30
წლის. მომღერალი


Rating
თავად ქეთა, კრიმინალურ სკანდალებში გახვეული არასდროს ყოფილა, თუმცა მამამისს გახმაურებული ისტორია უკავშირდება. ანდრო თოფურია განათლებით არქიტექტორ-მშენებელი გახლდათ, თუმცა საქართველოში მას კრიმინალური ავტორიტეტი ჰქონდა.

2010 წლის ივლისში, თოფურია აკრძალული პრეპარატების განსაკუთრებულად დიდი დოზის შენახვისთვის დააპატიმრეს.

სასამართლომ მას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანდრომ ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, რის შემდეგაც საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

ქეთას მამის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა. ვინ და როგორ შეიტანა საკანში ნარკოტიკი, დღემდე ვერ დაადგინეს.

ვუდი ჰარელსონი - 55 წლის. მსახიობი

Rating
მსახიობის მამა, ჩარლზ ჰარელსონიც ცნობილი პირი იყო, თუმცა კრიმინალურ სფეროში. ჰარელსონ უფროსს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (მანამდე, შეკვეთილი მკვლელობისთვის, მას ციხეში კიდევ 5 წელი ჰქონდა გატარებული). 20 წლის შემდეგ ქილერმა ციხიდან გაქცევა სცადა, რის გამოც ის მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის მქონე საპყრობილეში გადაიყვანეს. 2007 წელს ჰარელსონი ციხეში გარდაიცვალა.

ტობი მაგუაირი - 41 წლის. მსახიობი
Rating

მსახიობის მამამ, ვინსენტ მაგუაირმა ბანკის გაძარცვისთვის ციხეში 2 წელი გაატარა. დანაშაულის ჩასადენად მარტო და უნიღბოდ წასული კაცი, ბანკის გაძარცვიდან 1 საათში დააკავეს. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ ეს ნაბიჯი სასოწარკვეთილებამ გადაადგმევინა. მისი და სიკვდილის პირას იყო. მას ორი შვილი რჩებოდა, მათი რჩენის საშუალება კი არ ჰქონდა.

თუფაქ შაკური
Rating

რეპერი - გარდაიცვალა 1996 წელს
მომავალი არტისტის მშობლები, აფენი შაკური და ბილი გარლანდი მემარცხენე ორგანიზაციის "შავი პანტერები" წევრები გახლდათ. ისინი ცნობილები იყვნენ, აშშ-ში შავკანიანთა უფლებების დაცვის აგრესიული მეთოდებით. აფენი შაკური პოლიციისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების აფეთქებებში პირადად მონაწილეობდა.

ფეხმძიმობის პერიოდში ის დააპატიმრეს კიდეც, თუმცა თუფაქის დაბადებამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლეს. თუფაქის ოჯახში ფეთქებადი ხასიათით მხოლოდ დედა არ გამოირჩეოდა. რეპერის ნათლია ელმერ "ჯერონიმო" პრატი, ასევე "შავი პანტერების" ავტორიტეტი გახლდათ და ძარცვის დროს მკვლელობისთვის გაასამართლეს. მამინაცვალი მუთულუ კი, ყველაზე ძებნილი კრიმინალების სიაში გახლდათ. თუფაქის დეიდა ასატა შაკური პოლიციელის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, თუმცა ციხიდან გაიქცა.
Rating
თავად თუფაქიც ნათესავების კვალს გაჰყვა. მესამე ალბომი Me Against the World ციხეში ყოფნისას გამოუშვა. რეპერი სასჯელს გაუპატიურების გამო იხდიდა. პატიმრობაში ყოფნისას, მან კეიშა მორისზე დაქორწინებაც მოახერხა, რომელსაც განთავისუფლებისთანავე გაეყარა.

ციხიდან გამოსვლიდან მეორე წელს შაკური გაურკვეველ ვითარებაში ჩაცხრილეს.

ლინდსი ლოჰანი - 30 წლის. მსახიობი

Rating
ლილოს დაბადებიდან 4 წლის შემდეგ, მომავალი მსახიობის, ლინდსი ლოჰანის ბიზნესმენი მამა, მაიკლ ლოჰანი ფასიანი ქაღალდების თაღლითობისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მაიკლი ციხეში კვლავ მოხდა - ვადაზე ადრე გათავისუფლების წესების დარღვევის გამო. 2004 წელს მამაკაცი მსჯავრდებულის სკამზე კვლავ აღმოჩნდა - ამჯერად მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის და კვლავ 2,5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS