06 თებერვალი, 2017
როგორ აღნიშნა ვერა ბრეჟნევამ 35-ე დაბადების დღე
ლამაზმან ვერა ბრეჟნევას 3 თებერვალს 35 წელი შეუსრულდა. მომღერალმა დღესასწაული მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა.

ვერამ ხმაურიანი საღამო კიევში, Dolce & Gabbana სტილში მოაწყო. მას Mambo -ს ფერადი კაბა ეცვა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან.

Вера Брежнева

ბრეჟნევას დაბადების დღე ერთ-ერთმა პირველმა, მისმა ქალიშვილმა, სონია კიპერმანმა მიულოცა - "დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ და განუმეორებელ ადამიანს. შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ!"
Rating
თავად ბრეჟნევამ ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო განათავსა. ერთ-ერთი მათგანი ასე დაასათაურა: "35 - ვერა-კენკრა! ასე
გამოვიყურებოდი და გავერთე გუშინ, ჩემს დღესასწაულზე მეგობრებთან და ჩემთვის ახლო ადამიანებთან ერთად! დღეს მოვახერხე ყველა მოლოცვის წაკითხვა.

მადლობა თითოეული გულწრფელი სიტყვისთვის, რომელიც მომწერეთ, მითხარით, თუ გაიფიქრეთ. დაე, ეს ყველაფერი გაერთიანდეს და ორმაგად დაგიბრუნდეთ უკან. ბედნიერი ვარ იმით, რომ თქვენ მყავხართ" - წერს მომღერალი.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS