ვერამ ხმაურიანი საღამო კიევში, Dolce & Gabbana სტილში მოაწყო. მას Mambo -ს ფერადი კაბა ეცვა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან.
ბრეჟნევას დაბადების დღე ერთ-ერთმა პირველმა, მისმა ქალიშვილმა, სონია კიპერმანმა მიულოცა - "დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ და განუმეორებელ ადამიანს. შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ!"
თავად ბრეჟნევამ ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო განათავსა. ერთ-ერთი მათგანი ასე დაასათაურა: "35 - ვერა-კენკრა! ასე
მადლობა თითოეული გულწრფელი სიტყვისთვის, რომელიც მომწერეთ, მითხარით, თუ გაიფიქრეთ. დაე, ეს ყველაფერი გაერთიანდეს და ორმაგად დაგიბრუნდეთ უკან. ბედნიერი ვარ იმით, რომ თქვენ მყავხართ" - წერს მომღერალი.
ანა გარელი