06 თებერვალი, 2017
თინა კანდელაკმა ახალგაზრდა ქმარს დაბადების დღე ამაღელვებლად მიულოცა
ტელეწამყვანი მეუღლეს, ვასილ ბროვკოს სიყვარულში გამოუტყდა

დღეს, თინა კანდელაკის მეუღლე, ვასილი ბროვკო 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ტელეარხ "Матч ТВ" -ის გენერალურმა პროდიუსერმა, ინსტაგრამზე ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც თან დაურთო შემდეგი ამაღელვებელი მილოცვა ქმრისადმი:

"ჩემი საყვარელი შენი ფოტო... სახლში ვართ და თავს კარგად ვგრძნობთ. შენ 30 წლის ხარ და თითქოს მარადიულად ერთად ვართ. ჩვენ ძველებურად არ ვიწყენთ, რადგან შენ შეგიძლია გამოიგონო, მე კი ძველებურად მჯერა შენი ფანტაზიების.

სწორედ ამიტომ ისინი ჩვენს სამყაროდ იქცა, რომელიც
კიდევ არაერთხელ შეიცვლება ჩვენთან ერთად. შენს გვერდით წარმოდგენილი ათწლეული კიდევ უფრო საინტერესო ხდება".

შეგახსენებთ, რომ თინა კანდელაკი და ვასილი ბროვკო ურთიერთობას საკმაოდ დიდხანს მალავდნენ. ის, რომ ტელეწამყვანი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" 29 წლის დირექტორს გაჰყვა ცოლად გასული წლის ზაფხულში გახდა ცნობილი.

თუმცა, მედიის ცნობით, ტელეწამყვანის მიერ ახალი ოჯახური სტატუსის ოფიციალურ განცხადებამდე, ქორწილი რამდენიმე თვით ადრე შედგა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS