06 თებერვალი, 2017
მრავალშვილიანმა დედამ 115 კგ დაიკლო და სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა
ბრიტანეთში მცხოვრებმა ქალმა, 5 შვილის გაჩენის შემდეგ 115 კგ დაიკლო და სოციალურ ქსელში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ამის შესახებ უმსხვილესი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს.

35 წლის სიმონ გეიტლი, ძველი ფორმების დასაბრუნებლად სპორტით დაკავდა და კვების რაციონი შეცვალა. ქალი ყოველდღიურად დილის 5 სთ-ზე დგება და ერთ საათიან სირბილს მიმართავს, ასევე სეირნობს ძაღლთან ერთად. ბრიტანელი კვირაში ორჯერ სპორტ დარბაზში ვარჯიშობს.

ახლა სიმონ გეიტლის ინსტაგრამზე 26,7 ათასი გამომწერი ჰყავს.

"მე ბავშვებთან ერთადაც ვვარჯიშობ, ისინი ამას ისე იღებენ, როგორც
თამაშს" - ამბობს 5 შვილის დედა.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS