01 ნოემბერი, 2013
რას უკრძალავენ ქალებს ავღანელი თალიბები
ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი ორგანიზაციამ ''ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია'' იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელ ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.

მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე.

თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, ''უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება
და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა'' .

თუმცა გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის.

ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.

აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.
სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა.

მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.

ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.

აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა. ქალები ვალდებულნი არიან, ჩადრით იარონ, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, თავიდან ტერფამდე.

ქალებს, რომლებიც არ იცავენ თალიბურ დრესკოდს ან თავიანთი მახრამის (ქმრისა და მეურვის) თანხლების გარეშე დადიან, სცემენ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ქალებს, რომლებიც ცოლქმრულ ღალატში არიან ბრალდებულნი, საჯარო ჩაქოლვა ემუქრებათ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ფრჩხილებზე ლაქი წაისვეს, თითები დააჭრეს.

სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ უცხო მამაკაცთან საუბარი და მათთვის ხელის ჩამორთმევა.

უცხოებმა არ უნდა გაიგონონ ქალის ხმა ან მისი ნაბიჯები. ასევე უნდა მოერიდონ ხმამაღლა სიცილსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, ისევე, როგორც ''სექსუალურად მიმზიდველი ფერების'' ტანისამოსის ჩაცმას.

აკრძალულია არა მხოლოდ სპორტში ჩაბმა, არამედ იმ ტერიტორიაზე შესვლაც კი, სადაც სპორტული ინვენტარია.

სახლში ყველა ფანჯარა დაგმანული უნდა იყოს, რომ ქალი გარედან არ დაინახონ.
ქალებსა და მამაკაცებს არ აქვთ უფლება, ერთი ავტობუსით იმგზავრონ. ავტობუსებს ყოფენ ''მამაკაცებისად'' და ''ქალებისად'' .

აკრძალულია ავღანელი ქალების ფოტოაპარატით ან ვიდეოთი გადაღება. ასევე აკრძალულია მათი გამოსახულებების დაბეჭდვა წიგნებსა და პრესაში.

თალიბებმა შეზღუდვა დააწესეს ორივე სქესის ადამიანებისთვის: აკრძალულია მუსიკის მოსმენა, კინოში სიარული, არამუსლიმანური სახელების დარქმევა და ფეიერვერკების გაშვება.

არადა, იმავდროულად ასევე მუსლიმანური ირანის დედაქალაქ თეირანში, მიუხედავად მკაცრი კანონებისა, იატაკქვეშა ბუტიკების ბიზნესი ყვავის.

ირანელები იქ მოდურ ტანსაცმელს იძენენ. კიდევ უფრო ''განვითარებულ'' თურქეთში კი ქალები გაცილებით თამამად და თანამედროვედ ცხოვრობენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ხათუნა
თავისუფალი ცხოვრება რომ არ აქვთ როგორც თუნდაც ჩვენ ქართველებს ეს უნდა ვიცოდეთ. საკმაო აკრძალვები აქვთ.
14:49 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ავღანელის მეუღლეს
მე როგორც გავიგე, აქ ზოგადად ავღანელებზე არ არის ლაპარაკი, აქ არის თალიბების მეუღლეებზე. არა?
13:31 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ავღანელის ცოლი
მე ვარ ავღანელის მეუღლე და ასე სულაც არაა :) ვმუშაობ კიდევაც და არაფერსაც არ მიშლის ჩემი ქმარი :) ასე რომ რასაც წერენ ყველაფერი სიმართლე არაა :)პირიქით ქალმა თავს უნდა მიხელოს და მაკიაჟიც უნდა ეკეთოსო მაზლი მაგას მეუბნება :) ასე რომ აქ რაც წერია 80 % ტყუილიააააა
09:56 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ჩარჩენილი ხალხი და მაწამებელი რელიგია!
01:24 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
გადააშენეთ ეს ხალხი!!!!!!!!!
22:15 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
რით განსხვავდებიან პირუტყვისაგან
21:37 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კრიმა
აბას,ეტყობა შენ გაზის ცოლი თავზე და სახლში რომ ხმის უფლება გაქვს ჩამორთმეული, აქ იოხებ გულს. მიდი, მიდი მოიოხე :)))))
17:45 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
................
ერის დეგრადაციააააააა!
15:33 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ქალს სიწმინდეს და პატიოსნებას სთხოვდნენ, მესმის, მაგრამ ეს რა სულელური მოთხოვნებია.
02:23 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ავღანელი
სურათში რომ ეშმაკურად იცინის იმან არ იცის რა მოელის/? ნეტა რას უზამენ/?სულ მცირე გაროზგვა არ აცდება.ასი როზგი მაგას|
23:31 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS