დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ საზოგადოებას უყურადღებოდ არ დარჩენია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანიას ურთიერთობა არც ისეთი უღრუბლოა, როგორც პირველ შეხედვაზე მოგეჩვენებათ.
ცერემონისს დროს, ბარაკ და მიშელ ობამებისგან განსხვავებით, რომლებსაც საჯაროდ გრძნობების გამოხატვის არასდროს რცხვენოდათ, წყვილს საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონდა.
ინაუგურაციის ონლაინ ტრანსლაციისას, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ტრამპი მელანიას რაღაცაზე ესაუბრება.
მისი შემობრუნების შემდეგ კი, განაწყენებულმა მელანიან სიბრაზე ვერ დამალა და ეს მის სახეზე აშკარად
ვაშინგტონის უკანასკნელი ცნობებით, პირველი ლედი ქმართან ერთად თეთრ სახლში გადასვლას არ გეგმავს, რაც მათ ქორწინებაში უთანხმოების დასტური გახდა.
წყაროს ცნობით, მელანია, 10 წლის ვაჟთან, ბარონთან ერთად ნიუ-იორკის მდიდრულ პენთჰაუზში ცხოვრობს. მანამდე იგეგმებოდა, რომ მელანია თეთრ სახლში სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გადავიდოა, თუმცა ახლა მისი იქ გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ინსაიდერები ასევე ამხელენ, რომ მელანია დანებებას მაინც არ აპირებს და ახალი როლის მორგებაზე უარს არ იტყვის. ახლა ის აქტიურადაა ჩართული საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებში, რათა სოციალური და საქველოქმედო პროექტები გააგრძელოს, თუმცა ქმრისგან მოშორებით.
ანა გარელი