01 ნოემბერი, 2013
სერიალი ლეონარდო და ვინჩის შესახებ
ლეონარდო და ვინჩის როლის შესრულება ტომ რაილის ანდეს, რომელიც ბრიტანელი მსახიობი გახლავთ და მონაწილეობა მიუღია როგორც კინო, ასევე სატელევიზიო ფილმებში ლეონარდო და ვინჩი ერთ-ერთი მისტიკური პიროვნებაა მსოფლიო ისტორიაში, მხატვარი, მწერალი, გამომგონებელი... მისი ნახატების სრულ იდუმალებას გვერდი რომც ავუქციოთ, და ვინჩის პიროვნება მაინც მუდმივად განსჯისა და კვლევის საგანია.

ამერიკელებმა და ბრიტანელებმა კი ამ თემაზე კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ფულის შოვნა და 2013 წლის აპრილში მაყურებელს სერიალი სახელად ''და ვინჩის დემონები'' წარუდგინეს. ფილმი ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო გამოდგა.

როგორც მისმა
ერთ-ერთ აქტიურმა თაყვანისმცემელმა გვითხრა, სერიალის ყურება ორი მიზეზის გამო ღირს - პირველი, ფილმში საინტერესოდ არის წარმოდგენილი ფლორენცია, სადაც მოქმედება ვითარდება და მეორე, სერიალის მთავარი პერსონაჟი ეძებს ''სიმართლის წიგნს'' და გამოძიება იმდენად საინტერესოდ არის ასახული, რომ ნებისმიერ მაყურებელს ჩაითრევს.

ლეონარდო და ვინჩის როლის შესრულება ტომ რაილის ანდეს, რომელიც ბრიტანელი მსახიობი გახლავთ და მონაწილეობა მიუღია როგორც კინო, ასევე სატელევიზიო ფილმებში.

მას სამსახიობო განათლება არ აქვს, დაამთავრა ბირმინგემის უნივერსიტეტი ინგლისური ლიტერატურის განხრით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა სამსახიობო კურსებზე სიარული და ამ პროფესიაში დახელოვნება. თუკი მის კინობიოგრაფიას გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ ეს სერიალი მის კარიერაში ერთ-ერთი საეტაპოა. 

მიუხედავად ინტერესისა და კრიტიკოსების მიერ პირველი სეზონის არცთუ ურიგოდ შეფასებისა, ''ემის'' დაჯილდოების ცერემონიაზე ''და ვინჩის დემონები'' საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის, მუსიკისა და დიზაინის ნომინაციებზე იყო წარდგენილი, თუმცა ვიზუალური ეფექტები, რისთვისაც სერიალს ძალიან აქებენ, სხვა სერიალს ''დაუთმო'' და მხოლოდ ორი ნომინაციის ამარა დარჩა.

ამის მიუხედავად, სერიალის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ მისი ნახვით დიდ სიამოვნებას მიიღებთ.


გადაღებების უდიდესი ნაწილი უელსში მიმდინარეობს, უდიდესი მოედანია აგებული მეთოთხმეტე საუკუნის ფლორენციის სრული სურათის აღსადგენად.
რაც შეეხება შინაარსს - სერიალის ცენტრშია 25 წლის ლეონარდო და ვინჩი.

ფილმის შემქმნელებს აქვთ პრეტენზია, რომ მაყურებელს მოუთხრონ დიდებული მხატვრის აქამდე უთქმელი ამბავი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამონაგონია და ისტორიულ ფაქტებს არ ეყრდნობა.

მაგალითად, საინტერესო გახლავთ და ვინჩის სექსუალური მიდრეკილებები. თუმცა ამის დამადასტურებელი ისტორიული ფაქტები თითქმის არ მოიპოვება, გავრცელებულია მოსაზრება, რომ და ვინჩი მამაკაცების მიმართ უფრო დიდ ყურადღებას იჩენდა და ქალებთან ურთიერთობა არ აინტერესებდა.

სერიალის შემქმნელებმა ამ თემას პირველ სერიებში გვერდი აუარეს, თუმცა მეხუთე ეპიზოდში მინიშნება გააკეთეს. ინტერნეტსივრცეში და სერიალის ფანებს შორის ეს ამბავი დიდი განსჯის საგანი გახდა. მოკლედ, ''და ვინჩის დემონები'' 2013 წლის სერიალებს შორის ერთ-ერთია, რომლის ყურებასაც ამჯერად ჩვენი რუბრიკა გირჩევთ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS