ეს სასიხარულო ამბავი 35 წლის ბიონსემ საკუთარ ინსტაგრამზე გაგვიზიარა.
გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, მომღერალი დაახლოებით მეხუთე თვეშია.
შეგახსენებთ, რომ 5 წლის წინ, როცა ბიონსე პირველ შვილს, ბლუ აივის ელოდებოდა, ის ამ მდგომარეობას არ ამხელდა, რამაც ეჭვი აღძრა, რომ ბავშვი სუროგატმა დედამ გაუჩინა. საბოლოოდ გაირკვა, რომ მომღერალი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში სხვისი სახელით დარეგისტრირდა, სადაც
მილოცველებს შორის პირველი რიჰანა გახლდათ, რომელთანაც ჯეი ზის რომანს მიაწერდნენ. როგორც ჩანს, ვარსკვლავურ ოჯახში ბედნიერი დრო კვლავ დადგა, ჯეიზის ღალატზე გავრცელებული ჭორები კი, მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის გამოგონილი ამბავი იყო, რაც ბიონსეს ახალი ალბომის Lemonade მხარდასაჭერად გახდა საჭირო.
ანა გარელი