01 თებერვალი, 2017
მოსკოვში სოფია როტარუს გატაცების ამბავი გავრცელდა - უცნობი მამაკაცი მომღერლის მოკვლით იმუქრებოდა
მოსკოვის მოქალაქემ სოფია როტარუს გატაცების ამბავი გაავრცელა. პოლიციამ ამ ინციდენტზე სასწრაფო რეაგირება მოახდინა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტი ღამით, მოსკოვის ცენტრში მოხდა.

უცნობმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში სოფია როტარუ ჰყავდა დაკავებული.

ბოროტმოქმედმა განაცხადა, რომ ლეგენდარული მომღერალი ბინაში ჩაკეტილი ჰყავდა და ისიც დაურთო, რომ არტისტთან გარიგების დასადებად მზად იყო. "ხელში იარაღი მაქვს და მის მოკვლას ვაპირებ" - ციტირებს Life.ru უცნობი ბოროტმოქმედის სიტყვებს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს და ადგილზე პოლიციის ჯგუფი
მივიდა, თუმცა მამაკაცი ვერსად იპოვეს.

ბოროტმოქმედის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS