"გამომდინარე იქედან, რომ გუფმა სწორად ცხოვრება დაიწყო, ეჭვები მქონდა, რომ მის გვერდით კარგი ქალი იყო" - ჰყვება ანოხინა. მისი თქმით ყოფილ ქმართან ხშირი ურთიერთობა უწევს, რადგან გუფი ბავშვს ხვდება. "მისი ახალი ურთიერთობების შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ბედნიერებას ვუსურვებ მათ და იმედი მაქვს,
შეგახსენებთ, რომ რეპერი "А-Студио"-ს სოლისტთან, ქეთა თოფურიასთან ერთად ტაილანდში ისვენებდა. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ფოტოებში, ჩანს, როგორ ირუჯება ქეთა რეპ-შემსრულებლის მკერდზე წამოწოლილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფოტოები უხარისხო და რთულად გასარჩევია, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ აღბეჭდილი ნამდვილად ეს ორი ვარსკვლავია.
ქეთა თოფურიას PR-მენეჯერმა ამ ინფორმაციას "სრული სისულელე" უწოდა. "ვფიქრობ, ამ ინფორმაციით ქეთა თოფურიას, როგორც გათხოვილი ქალის გაღიზიანებას ცდილობენ. ქეთას ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს" - გვარწმუნებას არტისტის ადმინისტრატორი.
რაც შეეხება გუფის წარმომადგენელს, ის ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. "დიახ, ალექსეი ტაილანდში ისვენებდა. არ ვიცი მარტო იყო, თუ არა, მე იქ არ ვყოფილვარ. ალბათ უფრო მარტო იყო" - განმარტავს ის.
ანა გარელი