01 თებერვალი, 2017
გუფის ყოფილი ცოლი ქეთა თოფურიასა და რეპერის რომანზე კომენტარს აკეთებს - "ბედნიერებას ვუსურვებ მათ"
მომღერალი აიზა ანოხინა ყოფილი ქმრის, რეპერ გუფისა (ალექსეი დოლმატოვი) და ქეთა თოფურიას რომანის ამბავს გამოეხმაურა. აიზას რწმუნებით, ის დიდი ხანი ეჭვობდა, რომ რეპერის გვერდით კარგი ქალი იყო.

"გამომდინარე იქედან, რომ გუფმა სწორად ცხოვრება დაიწყო, ეჭვები მქონდა, რომ მის გვერდით კარგი ქალი იყო" - ჰყვება ანოხინა. მისი თქმით ყოფილ ქმართან ხშირი ურთიერთობა უწევს, რადგან გუფი ბავშვს ხვდება. "მისი ახალი ურთიერთობების შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ბედნიერებას ვუსურვებ მათ და იმედი მაქვს,
რომ ყველაფრი კარგად ექნებათ".

შეგახსენებთ, რომ რეპერი "А-Студио"-ს სოლისტთან, ქეთა თოფურიასთან ერთად ტაილანდში ისვენებდა. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ფოტოებში, ჩანს, როგორ ირუჯება ქეთა რეპ-შემსრულებლის მკერდზე წამოწოლილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფოტოები უხარისხო და რთულად გასარჩევია, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ აღბეჭდილი ნამდვილად ეს ორი ვარსკვლავია.

ქეთა თოფურიას PR-მენეჯერმა ამ ინფორმაციას "სრული სისულელე" უწოდა. "ვფიქრობ, ამ ინფორმაციით ქეთა თოფურიას, როგორც გათხოვილი ქალის გაღიზიანებას ცდილობენ. ქეთას ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს" - გვარწმუნებას არტისტის ადმინისტრატორი.

რაც შეეხება გუფის წარმომადგენელს, ის ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. "დიახ, ალექსეი ტაილანდში ისვენებდა. არ ვიცი მარტო იყო, თუ არა, მე იქ არ ვყოფილვარ. ალბათ უფრო მარტო იყო" - განმარტავს ის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ბელა
ვასო- 1959 არც არავინ ეხვეწებოდა ქეთას რომ გამომყევიო, მაგისმა ოჯახმა ოფრო მოიდომა, განსაკუთრებით დედამისმა, იცოდა რომ ქერის ორმოში ჩავარდებოდა მისი შვილი, მაგრამ ის ვერ გათვალა , მისი შვილი ერთგულებით არ გამოირჩეოდა ბავშობიდან.
18:14 / 04-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა? ჰაჰაჰჰაჰაა ნუ გამაცინეთ , ქმარმა ყველაფერი იცის და მისი სახლიდან წამოვიდა ქეთა. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს არ იცით ქეთას ადვოკატებო??
18:09 / 04-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ვასო-1959
ქალის სხეული შეიძლება შეისყიდო, გული კი ვერა! გეიგევი, ვინცხა რაბინოვიჩი ხარ, თუ გეიხმანი? იარე ახლა ქორბუდა ირმის რქებით! ეს ერთი (ერთი კი?) და სხვა მრავალი, ქეთა!
11:51 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
დამშვიდდიტ ქეტა ძაან მაგრადაა ტავის კმარტან ტქვენ რა გადარდებტ არ გრცხვენიატ სხვისი ცხოვრებიტ ინტერესდებიტ კი არა საკუტარს მიხედეტ
11:02 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
ღირსიც იქნება ქეთას ქმარი ღალატის,ამისთანა ქალი მარტო როგორ გააგზავნა ტაილანდში დასასვენებლად
23:02 / 01-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS