01 თებერვალი, 2017
ინდოეთში გოგონა-გველი კანს ყოველ თვენახევარში ერთხელ იცვლის
16 წლის ინდოელი გოგონა, შალინ იადავი კანის უიშვიათესი დაავადებით იტანჯება. ადგილობრივებმა მას "გოგონა-გველი" უწოდეს, რადგამ მისი დაავადებული სხეული უხეში გარსითაა დაფარული, რაც ყოველ თვენახევარში ერთხელ ძვრება.

ამ იშვიათ დაავადებას, რაც გოგონას აქვს, "ერითროდემია" ჰქვია. შალინის დედა ამბობს, რომ გოგონას დაბადებიდან კუს ბაკანის მსგავსი კანი აქვს. დაავადებულის ოჯახში კიდევ 8 ბავშვია, მაგრამ მკურნალობის საშუალება არ აქვთ.

გარეგნობის გამო იადევი იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS