როცა აიალას გოგონა შეეძინა, ის 119 კგ-ს იწონიდა. ქალი საკუთარ თავზე მუშაობდა და 27 კგ დაიკლო. თუმცა უბედურება წინ ელოდა. ბეტსისთვის ყველაფერი დაიმსხვრა, როცა ქმარი ღალატში გამოიჭრა. ქალი ძალიან დაბნეული იყო და აღარ იცოდე როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება.
"17 წლიდან მასთან ვიყავი და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მას მივუძღვენი" - ჰყვება ბეტსი. მან ქმრის ტელეფონში კოლეგასთან მიმოწერა იპოვა,
მომხდარი ამბის შემდეგ ბეტსიმ ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა და ეს გარეგნობით დაიწყო. ქალი რეგულარულად დაკავდა სპორტით და სწორ კვებას მიმართავდა.
"როცა ვნერვიულობ ყოველთვის ჭამის სურვილი მიჩნდება, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი "არა", რადგან სხვანაირად წონაში კიდევ უფრო მეტს მოვიმატებდი. ახლა ვფიქრობ, რომ ყოფილი ქმრის ღალატი ერთგვარი სტიმული იყო. ჩემთვის რომ არ ეღალატა, საკუთარ თავს არასდროს მივხედავდი" - გვიზიარებს აიალა.
ახლა ბეტსი 72 კგ-ს იწონის და საკუთარი სხეულით კმაყოფილია. მოღალატე ყოფილ ქმარზე აღარ ბრაზობს, წარსულს უკვე დიდი ხანია დაემშვიდობა და მას შვილთან ურთიერთობის ნებაც დართო. ქალი გოგონასთან ერთად მარტო ცხოვრობს და ამბობს, რომ აღმერთებს ცხოვრებას და ნამდვილი სიყვარულის სჯერა.
ანა გარელი