30 იანვარი, 2017
მას შემდეგ, რაც ამ ქალს ქმარმა უღალატა მან საკუთარ თავს დაუჯერებელი რამ გაუკეთა
როცა ბეტსი აიალას ქმარმა უღალატა, ის დეპრესიაში არ ჩავარდნილა და არ დანებებულა. პირიქით, ამ ქალმა დაუჯერებელი რამ გააკეთა.

როცა აიალას გოგონა შეეძინა, ის 119 კგ-ს იწონიდა. ქალი საკუთარ თავზე მუშაობდა და 27 კგ დაიკლო. თუმცა უბედურება წინ ელოდა. ბეტსისთვის ყველაფერი დაიმსხვრა, როცა ქმარი ღალატში გამოიჭრა. ქალი ძალიან დაბნეული იყო და აღარ იცოდე როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება.

"17 წლიდან მასთან ვიყავი და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მას მივუძღვენი" - ჰყვება ბეტსი. მან ქმრის ტელეფონში კოლეგასთან მიმოწერა იპოვა,
რომელშიც ცოლს "მსუქან ძროხას" უწოდებდა. მაშინ აიალამ განქორწინება მოითხოვა.

მომხდარი ამბის შემდეგ ბეტსიმ ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა და ეს გარეგნობით დაიწყო. ქალი რეგულარულად დაკავდა სპორტით და სწორ კვებას მიმართავდა.

"როცა ვნერვიულობ ყოველთვის ჭამის სურვილი მიჩნდება, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი "არა", რადგან სხვანაირად წონაში კიდევ უფრო მეტს მოვიმატებდი. ახლა ვფიქრობ, რომ ყოფილი ქმრის ღალატი ერთგვარი სტიმული იყო. ჩემთვის რომ არ ეღალატა, საკუთარ თავს არასდროს მივხედავდი" - გვიზიარებს აიალა.

ახლა ბეტსი 72 კგ-ს იწონის და საკუთარი სხეულით კმაყოფილია. მოღალატე ყოფილ ქმარზე აღარ ბრაზობს, წარსულს უკვე დიდი ხანია დაემშვიდობა და მას შვილთან ურთიერთობის ნებაც დართო. ქალი გოგონასთან ერთად მარტო ცხოვრობს და ამბობს, რომ აღმერთებს ცხოვრებას და ნამდვილი სიყვარულის სჯერა.

ანა გარელი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გენო
თქვე დალოცვილებო, ქორწინებამდე რომ ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე და მერე კამეჩებივით სუქდებით ზოგიერთი, არ იცით რომ მუდამ მიმზიდველები უნდა იყოთ? (მარტო ქალებს არ ეხება).
09:32 / 31-01-2017
გამოხმაურება / 0 /
რეალობა-ს
როგორ არ შეიდზლება მაგრამ როცა მეუგლე ჯადოსავიტ კისერზე გკიდია და ვერ იშორებ ესაა პრობლემა. ზოგი ქალი მარტოობასჰი უპრო მოჭესრიგებულია .მარტივად რომ აგიხსნატ ცარიელისახლის დალაგება რომ უპრო გიადვილდება და ადვილია მხედველობაში მაქვს როცა სახლში არავინაა ვიდრე ხალხიტ სასვე სახლში.
02:29 / 31-01-2017
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
და სანამ მიგატოვებენ მანამდე ჩადექით ფორმაში არ შეიძლებააააააააააა
18:15 / 30-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS