ჰაეროვანი და დაუჯერებლად მომხიბვლელი ემა სტოუნი თავისი შავი ავტომობილისკენ მიიჩქაროდა, სადაც მძღოლი ელოდებოდა. უეცრად პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც მისი ნაცნობის ვაჟი აღმოჩნდა. იქვე სხვებიც იდგნენ. ემა ყველას მიესალმა და მიეფერა, ვინც ბავშვის გვერდით იდგა. მსახიობი რესტორანში მიდიოდა, სადაც მეგობრებთან ერთად უნდა განტვირთულიყო. იშვიათი შემთხვევაა, პრესასთან 9-საათიანი საუბრის შემდეგ ადამიანი ასე დაუღლელად გამოიყურებოდეს და გარშემო მყოფებსაც არ ტოვებდეს უყურადღებოდ. "მერე გნახავთ", - წამოიძახა მან და სანტა მონიკას
როცა ემა ოთახში შემოვიდა, იმწამსვე გაახსენდა, რომ მწვანე ჩაი უნდოდა და თავის თანაშემწეს თავაზიანად სთხოვა, ჩაი მოეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი მშვენივრად იყო განიავებული, მთხოვა, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ფანჯარას გამოვაღებო. მოგვიანებით, როცა ვსაუბრობდით, მივხვდი, რასთან იყო ეს დაკავშირებული.
იგი ელეგანტურად დაჯდა სკამზე თავისი მოტმასნილი კაბით და სექსუალური ხმით წარმოთქვა: "მე მზად ვარ".
- პირველ რიგში, მინდა მოგილოცო საოცრად კარგი ფილმი, "ლა ლა ლენდი", რომელიც მალე გამოჩნდება ყველა კინოთეატრში. სურათმა უკვე 7 ნომინაცია მიიღო "ოქროს გლობუსზე" და, როგორც ჩანს, კინოაკადემიკოსებსაც არ დარჩებათ შეუმჩნეველი. მიას როლი ამ ფილმში სპეციალურად შენთვის დაიწერა?
- არა, რას ამბობ! თავდაპირველად მე მოსმენაზე მივედი. რამდენადაც ეს მიუზიკლია, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მსახიობური, არამედ სასიმღერო მონაცემებიც. მთლად დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ მუსიკალურ თეატრშიც ვმონაწილეობდი, როცა ბავშვი ვიყავი. პატარაობიდან მიყვარდა სიმღერა და მშობლებთან ერთად ხშირად დავდიოდი ნიუ-იორკში მიუზიკლების საყურებლად. ეს ჟანრი ყოველთვის მიზიდავდა და გულწრფელად გეტყვი, ქასტინგის წინ ვღელავდი, რადგან მინდოდა, როლი მიმეღო.
- ბევრი ადამიანი კარიერის არჩევისას პირად ცხოვრებას მსხვერპლად სწირავს. როგორ ფიქრობ, შენმა გმირმა მიამ სწორი არჩევანი გააკეთა?
- რთულია განსაჯო. ვფიქრობ, რომ ჩვენი ოცნებები ყოველთვის როდი გამოიყურება ისე, როგორც წარმოგვიდგენია. ჩემი აზრით, მცდარი შეხედულებაა, რომ აუცილებლად უნდა შესწირო შენი ოჯახური ბედნიერება კარიერას, სიყვარული და წარმატება ხომ ერთმანეთს არ გამორიცხავს. რაც შეეხება ისტორიას ამ ფილმში, მისი გმირები მშვენივრად გრძნობდნენ თავს იმ სიტუაციებში, რომლებიც თავად აირჩიეს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ამბავი ყველასთვისაა. მგონი, ჩემი გმირი ფილმის ბოლოს ბედნიერია. ხოლო თუკი თქვენ სხვანაირად ფიქრობთ და მას არ ეთანხმებით, ეს არ ნიშნავს, რომ მან რაღაც არასწორად გააკეთა. ასე არ არის? იხილეთ სრულად