31 ოქტომბერი, 2013
ყოფილი პრეზიდენტის ცოლი 25-წლიანი შინაპატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა
სასამართლო არ შემდგარა, უბრალოდ, ბრალდებულის იზოლირება მოახდინეს ყველანაირი კომფორტის გათვალისწინებით, ბელგრადის ცენტრში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გარდაიცვალა 89 წლის იოვანკა ბროზი - იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის იოსიფ ბროზ ტიტოს ქვრივი. იოვანკა ბოლო თვეები ბელგრადის კლინიკურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობდა.

1970-იანი წლების შუალედში ქალბატონს ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში დასდეს ბრალი.

სასამართლო არ შემდგარა, უბრალოდ, ბრალდებულის იზოლირება მოახდინეს ყველანაირი კომფორტის გათვალისწინებით, ბელგრადის ცენტრში. ფაქტობრივად, ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, იოვანკას ბელგრადის ''ყვავილების სახლში'' დაკრძალავენ - ბროზ ტიტოს მავზოლეუმში.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS