ავსტრალიური ჰიპ-ჰოპ ჯგუფის
Bliss n ESO კლიპის გადაღებებზე მსახიობსა და დუბლიორს იოჰან ოფნერს ესროლეს. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, იოჰანმა
instagram-ზე ფოტო რეკვიზიტი გამოაქვეყნა. მაგიდაზე მოთავსებული იყო ორი იარაღი (როგორც ეგონათ, ყალბი), ფული და კარტი.
ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, როცა იოჰანს თითქოსდა ყალბი იარაღით ესვრიან, ის ნამდვილი გამოდგა. მსახიობს ტყვია მკერდში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გადამღები ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ: "იარაღი ნამდვილი ტყვიებით იყო დატენილი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა".
პოლიციის ინსპექტორმა, ტომ არმიტმა
CNN-ს შეატყობინა, რომ გამოძიება გრძელდება.
არმიტი ასევე ადასტურებს, რომ კლიპის გადაღებისას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად იყო გამოყენებული
განაგრძეთ კითხვა + ფოტოები