27 იანვარი, 2017
გაიცანით ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს
გინესის წიგნში შემავალი ერთი უჩვეულო ისტორია, მელბურნელ ყოფილ მოდელს, კეროლაინ არტურს ეხება, რომლის ფეხის სიგრძე - 130 სმ-ია.

კეროლაინის ფეხების სიგრძე მისი საერთო სიმაღლის (178 სმ) 69%-ს შეადგენს და სამართლიანად მიაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს.

ქალის თქმით, მისი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტი- ჯინსების შერჩევაა. უფრო სწორად კი ისეთი მკერავის პოვნა, რომელიც შარვლის შეკერვაზე დათანხმდება.

Rating



თუმცა კეროლაინისთვის ალბათ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის და მხოლოდ ღმერთმა უწყის როგორ კომპრომისებზე უხდება ქალს შეგუება.

ის ნაწილობრივ
აღიარებს კიდეც ამას:

"მთლიანობაში ჩემი განსაკუთრებულობა მომწონს, მაგრამ ჩემს მეგობრებს ქუჩაში ჩემთან ერთად გამოსასვლელად განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ. რადგან ხალხი ყოველთვის ჩემს ფეხებს უყურებს, მათ კი ვერ ამჩნევენ. რაც შემეხება მე, ყურადღების ცენტრში ყოფნას უკვე დიდი ხანია შევეგუე".

კეროლაინ არტურის გრძელი ფეხები მისი გენეტიკის დამსახურებაა. მისმა შვილმა 13 წლის კუპერმა 187 სმ-ს უკვე მიაღწია, ქალიშვილი, ზოის სიმაღლე კი - 179 სმ-ია.Rating




თუმცა, მეორეს მხრივს, კეროლაინის დედის სიმაღლე სულ 158 სმ-ია. ამბობს, რომ კეროლაინით ამაყობს.

ანა გარელი

RatingRating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბუბუ
ავატარია რა!
19:00 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS