კეროლაინის ფეხების სიგრძე მისი საერთო სიმაღლის (178 სმ) 69%-ს შეადგენს და სამართლიანად მიაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს.
ქალის თქმით, მისი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტი- ჯინსების შერჩევაა. უფრო სწორად კი ისეთი მკერავის პოვნა, რომელიც შარვლის შეკერვაზე დათანხმდება.
თუმცა კეროლაინისთვის ალბათ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის და მხოლოდ ღმერთმა უწყის როგორ კომპრომისებზე უხდება ქალს შეგუება.
ის ნაწილობრივ
"მთლიანობაში ჩემი განსაკუთრებულობა მომწონს, მაგრამ ჩემს მეგობრებს ქუჩაში ჩემთან ერთად გამოსასვლელად განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ. რადგან ხალხი ყოველთვის ჩემს ფეხებს უყურებს, მათ კი ვერ ამჩნევენ. რაც შემეხება მე, ყურადღების ცენტრში ყოფნას უკვე დიდი ხანია შევეგუე".
კეროლაინ არტურის გრძელი ფეხები მისი გენეტიკის დამსახურებაა. მისმა შვილმა 13 წლის კუპერმა 187 სმ-ს უკვე მიაღწია, ქალიშვილი, ზოის სიმაღლე კი - 179 სმ-ია.
თუმცა, მეორეს მხრივს, კეროლაინის დედის სიმაღლე სულ 158 სმ-ია. ამბობს, რომ კეროლაინით ამაყობს.
ანა გარელი