27 იანვარი, 2017
თეთრმა სახლმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ტრამპის ვაჟის მხარდასაჭერად
10 წლის ბარონ ტრამპს ალბათ ყველაზე რთული პერიოდი დაუდგა, რაც მისი ოჯახი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური პოლიტიკოსის გაპრეზიდენტებიდან, პრესა გაცხოველებული განიხილავს მისი ოჯახის წევრებს - ქალიშვილებს, რომლებსაც მოდელების გარეგნობა აქვთ.

ყოფილ მოდელ მეუღლეს, რომელიც ძირითადად სულ სევდიანია და დაასკვნეს, რომ დეპრესია აქვს, ტრამპის არც ისე ჯენტლმენურ ქცევებს ცოლის მიმართ და ასევე მის უმცროს ვაჟ ბარონს, რომელიც ხშირად იქცევა არა ისე, როგორც მისგან ელიან და ამის გამო განხილვის ობიექტი ხდება.

მას მერე,
რაც საპრეზიდენტო კამპანიისას გამოჩნდა რამდენჯერმე და გამუდმებით ამთქნარებდა, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ბარონი ძალიან დაღლილი იყო.

პრეზიდენტის ინაუგურაციისას ბარონმა კიდევ მეტი საბაბი მისცა ჟურნალისტებს - ხან დიშვილებს ეთამაშებოდა დამალობანას მაშინ, როცა მამამისი ხელს აწერდა დოკუმენტებს, ხან ისევ ამთქნარებდა, ხან ჭერში იყურებოდა და ა.შ. რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ბარონს ქცევის პრობლემები აქვს, წერდნენ იმასაც, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის ჩვეული ქცევებით გამოირჩევა.

გასული წლის ბოლოს მელანია ტრამპმა სასამართლოშიც კი უჩივლა ჟურნალისტ და ტელეწამყვან როზი ოდონელს, რომელმაც მისი შვილი აუტისტად მოიხსენია. იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS