26 იანვარი, 2017
39 წლის ურუგვაელმა ლამაზმანმა - ნატალია ორეირომ უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სერიალის "ველური ანგელოზი" ვარსკვლავმა გვაჩვენა, თუ როგორ გამოიყურება კოსმეტიკური საშუალებების გარეშე.
ურუგვაელი მსახიობი და მომღერალი ნატალია ორეირო 90-იანი წლების ბოლოს, სერიალის "ველური ანგელოზი" წყალობით გახდა ცნობილი.

ტელეშოუს დასრულებიდან 17 წელი გავიდა, თუმცა ორეირო სერიალის თაყვანისმცემლებისთვის კვლავ საყვარელ მსახიობად რჩება.

ცოტა ხნის წინ, ნატალიამ უმაკიაჟოდ გადაღებული სელფი გამოაქვეყნა და ამით აჩვენა, რომ თაყვანისმცემლებისთვის დასამალი არაფერი აქვს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნატალია ორეირო აღნიშნავდა, რომ ცდილობს კოსმეტოლოგს რეგულარულად ეწვიოს და გამოიყენოს კრემები, რომლებსაც სპეციალურად მისთვის ამზადებენ.

მსახიობის აღი
არებით, მას არ აშინებს ასაკობრივი ცვლილებები: "ჩემს ბოლო ფილმებში უმაკიაჟოდ ვთამაშობდი, თანაც ახლო კადრით მიღებდნენ, შესაბამისად ჩემი თითოეული ნაოჭი ჩანდა. ვფიქრობ, ის როლი უნდა ითამაშო, რომელიც ასაკობრივად შეგეფერება. 40 წლის ასაკში 20 წლის გოგონას განსახიერება - სასაცილოა. ლამაზად დაბერება შესაძლებელია".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS