24 იანვარი, 2017
რატომ იყო პრინცი ჩარლზი მეგან მარკლის და მისი ვაჟის ქორწინების წინააღმდეგი
სამეფო ქორწილის გარშემო მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება, პატარძალი მეგან მარკლი საკურთხეველთან პრინცმა ჩარლზმა მიაცილა. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე, ცნობილი იყო, რომ პრინცი ჩარლზი მისი ვაჟის და მეგან მარკლის ქორწინების წინააღმდეგი იყო. მისი მოთხმინების ფიალა განსაკუთრებით მაშინ აივსო, როდესაც მეგან მარკლის ძმა დააკავეს.

ტომას-მარკლ უმცროსი, მეგობარ გოგონას იარაღით ემუქრებოდა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.

"ჩარლზი და კამილა მოთმენას აღარ აპირებენ და ჰარი გააფრთხილეს, რომ ყველაფრისგან, რაც მის რეპუტაციას შელახავს თავი შორს
დაიჭიროს" - ადასტურებს წყარო.

მანამდე წერდნენ, რომ პრინც ჰარის ჰოლივუდის მსახიობთან ურთიერთობას არ მიესალმებოდა მისი დედინაცვალი, კამილა-პარკერ ბოულზი. თუმცა ქალს ამის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია და მხოლოდ ქმართან განიხილავდა. ამ განხილვის შედეგი კი ჩარლზსა და ჰარის შორის საკმაოდ მკაცრი საუბარი შედგა. "სჯობს მასთან კავშირი ახლავე გაწყვიტო" - გამოუცხადა ჩარლზმა შვილს და ისიც დაურთო, რომ კამილას ეთანხმება - "მეგანი "მდაბიოა" და არც ბრიტანული წარმომავლობა აქვს. ის ცოლად არ გამოგადგება".

თუმცა ჰარიმ მამის აზრი არ გაითვალისწინა, რადგან მეგანი ძალიან უყვარს. 


პრესა აღნიშნავს, რომ ჩარლზი და კამილა თავიდანვე ამ რომანის წინააღმდეგნი იყვნენ. მეგანის მიმართ მათი დმოკიდებულება მაშინაც კი არ შეცვლილა, როცა დედოფალი ელისაბედი საბოლოოდ შვილიშვილის არჩევანს დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოქტომბრის ბოლოს გახმაურდა. 

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS