19 იანვარი, 2017
სერიალის "დიდებული საუკუნე - ქოსემის რისხვა" აჰმედ სულთნის როლის შემსრულებლის ეკინ კოჩის პირადი ცხოვრება - რა აკავშირებს მსახიობს საქართველოსთან
ეკინ კოჩი, თუქრი მსახიობია, რომელსაც ძალიან გახმაურებულ სერიალში "დიდებული საუკუნე - ქოსემის რისხვა", სულთან აჰმედ I-ის როლი ერგო.

ეკინ კოჩის სამსახიობო კარიერა 2013 წელს დაიწყო. 23 წლის მსახიობს ჯერ დიდი პოპულარობა არ მოუპოვებია და ფილმოგრაფიით არ გამოირჩევა, თუმცა ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა მაყურებლის გულების დაპყრობა უკვე დაიწყო: სულთან აჰმედ I -ის როლმა მას აღიარება და მილიონობით მაყურებლის სიყვარული მოუტანა.

გთავაზობთ მის ბიოგრაფიასა და პირად ცხოვრებას:
ეკინ კოჩი 1992 წლის 21 ივნისს, ქალაქ მანავგატში დაიბადა. ეკინის მშობლებს
შოუ-ბიზნესთან არავითარი კავშირი არ აქვთ: დედა ბანკში მუშაობს, მამა კი ტურიზმის სფეროში.

დასაწყისში მსახიობი საკუთარ მომავალს ფინანსებსა და ეკონომიკას უკავშირებდა და სტამბოლის უნივერსიტეტში საქმიან ადმინისტრირებას შეისწავლიდა. მაგრამ სინამდვილეში ახალგაზრდას ინგლისური ენა და სცენა იტაცებდა, ამიტომ გადაწყვიტა დამატებით სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა.

Rating

















ერთ-ერთ ასეთ გაკვეთილზე, ეკინმა მცირე სადებიუტო როლი მიიღო. პირველი წარმატება და აღიარება მას სატელევიზიო პროექტმა " მე მქვია გულტეპე" (2014) მოუტანა. შემდეგ მოჰყვა "დიდებული საუკუნე - ქოსემის რისხვა" სულთან აჰმედის როლი, რაზეც რეჟისორმა პირველივე სინჯზე დაამტკიცა. 2015 წელს მისი მონაწილეობით კიდევ ორი ფილმი "ყველაფერი, რაც შენგან დამრჩა" და "შთამომავლები" გამოვიდა.

2016-მა წელმა კი ეკინ კოჩის მონაწილეობით ახალი სურათი გვაჩუქა. ახალგაზრდა დრამაში "ალი და ნინო" გადაიღეს, რომელშიც ის ჰალიტ ერგენჩთან ერთად თამაშობს. ეს გახმაურებული რომანი, მუსულმან-აზერბაიჯანელ ალისა და ქართველი, ქრისტიანი გოგონას, ნინო ყიფიანის სიყვარულის ამბავს გვიამბობს.
Rating

















Rating


























ეკინ კოჩის პირადი ცხოვრება:
ეკინ კოჩის თაყვანისმცემლების საბედნიეროდ ის დაქორწინებული ჯერ არ არის. არც იმის შესახებ არსებობს ინფორმაცია, ვის ხვდება მსახიობი. ის პირადი ცხოვრების დამალვას მთელი ძალებით ცდილობს.

სამაგიეროდ კარგად ცნობილია მისი ჰობი. კოჩი გატაცებულია კალათბურთით, ტენისით, ფეხბურთითა და ბოქსით, ასევე კარგად ფლობს გიტარას.


ინტერვიუში ეკინ კოჩი არაერთხელ გამოტყდა, რომ ის საკუთარ შესაძლებლობებს არა მარტო კინოში, არამედ სხვა საქმიანობაშიც წარმოაჩენს. შესაძლოა რეჟისორობა ან სცენარისტობაც სცადოს.

ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობის სრუვილის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად, მსახიობი გადაღებებზე კომფორტულ გარემოსა და სხვა მსახიობებთან თბილ დამოკიდებულებას ასახელებს.
ეკინი ბრიტანელი ოსკაროსანი მსახიობის, დენიელ დეი-ლუისის თაყვანისმცემელია.
RatingRating

















































ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლიკა
ნეტავ ქართული თუ იცის
04:02 / 23-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS