ინტერვიუებში კიდმანს არაერთხელ უხსენებია, რომ ოჯახის გაფართოებაზე ფიქრობს და ინდოელი ბავშვის აყვანასაც გეგმავდა.
როგორც ამბობენ, ავსტრალიელი მსახიობი ახალი წლის დღესასწაულებზე ბრწყინავდა და ზედმეტად ემოციური იყო, რამაც მის გარშემო მყოფებს ნიკოლის ფეხმძიმობაზე ეჭვი მაშინ გაუჩინა.
გასული წლის უთანხმოების ფონზე, წყვილის მეგობრები ამტკიცებენ, რომ: "ნიკოლსა და კიტს არასდროს დაუკარგავთ ძველი,
კიდევ ერთი ბავშვი - სწორედ ის არის, რაც მათ ურთიერთობას განამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი 2006 წლის ივნისში დაქორწინდნენ. 2008 წელს წყვილს ქალიშვილი, სანდეი როუზი შეეძინა. 2 წლის შემდეგ ვარსკვლავები კიდევ ერთი ქალიშვილის მშობლები გახდნენ, რომელიც სუროგატმა დედამ გაუჩინა.
გარდა ამისა, ტომ კრუზთან ქორწინებისას ნიკოლმა ორი ბავშვი - ქალიშვილი იზაბელა ჯეინი და კონორა ენტონი იშვილა.
ანა გარელი