მიშელ ობამას დაბადების დღის პატივსაცემად, გთავაზობთ მის მიერ გაჟღერებულ 10 ყველაზე ნათელ და გამჭრიახ ციტატას:
1. ყოველთვის საკუთარი თავის ერთგული დარჩით და არასდროს მისცეთ სხვებს უფლება საკუთარ მიზნებს ჩამოგაშორონ.
2. წარმატება სასიამოვნოა და მხოლოდ მაშინ
3. ვალდებული არ ხართ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ. თქვენი ცხოვრება უნაკლო ვერ იქნება. ვერავის ცხოვრება ვერ იქნება.
4. ცხოვრებაში სამი მეგობარი უნდა გვყავდეს: ის, ვისაც შეიძლება შეედაროთ; ის, ვინც თქვენთან ერთად გადალახავს ცხოვრების თითოეულ ნაბიჯს; და ის, ვინც თან მაშინ უნდა წაიყვანოთ, როცა ეს გზა უკვე სუფთაა.
5. მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ აყვავდება სრულფასოვნად, თუ ქალის პოტენციალზე იძალადებს და თავისი მოქალაქეების ნახევარს ბათილად სცნობს.
6. თუ თქვენს დროსა და ცხოვრებას არ გააკონტროლებთ, ამით სხვები დაკავდებიან. თუ საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენებას არ ისწავლით, სულ უფრო მეტად ჩამოქვეითდებით.
7. ნუ შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანს, რომელიც დაბლა გწევთ. მიენდეთ თქვენს ინსტიქტებს: კარგ ურთიერთობაში თავს კარგად ვგრძნობთ, ეს ურთიერთობები ტკივილს არ გაყენებთ. ეს არ ერეხება მხოლოდ მეუღლეს, რომელსაც ვირჩევთ, არამედ მეგობრებსა და ყველა გარშემო მყოფ ადამიანს.
8. წარმატება ღირსეული არ არის, თუ მას ღირსეულად და სამართლიანად არ მიიღებ.
9. გაკვეთილებს არასდროს ვაცდენდი. მიყვარდა 5-იანების მიღება. მომწონდა ყოველთვის დროზე მისვლა. ვფიქრობდი, რომ სამყაროში არაფერია იმაზე მაგარი, ვიდრე იყო ჭკვიანი.
10. თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, თითოეული გადადგმული ნაბიჯისას, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი შვილები თვალს გვადევნებენ. როგორც მშობლები, ჩვენ მათთვის ყველაზე მნიშნელოვანი მისაბაძი მაგალითი ვართ.
ანა გარელი